weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი – გიორგი მარგველაშვილი

12:35 კვირა, 19 მაისი 2019
ფოტო © ipn.ge ფოტო © ipn.ge

„ჭაობი უნდა დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი“, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მარგველაშვილმა ხმა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მისცა, სადაც პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება.

„დღეს მე ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში იმისთვის, რომ ხელისუფლებაში პატრიოტი ადამიანები მოვიდნენ. მთაწმინდელებს მინდა მოვუწოდო, რომ ვისაც გესმით და არჩევთ თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი“, – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

პარლამენტში მთაწმინიდის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ოცი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის, ლადო კახაძე („ქართული ოცნება“), შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატები“), გერმანე საბო („გირჩი“), კობა დავითაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი), სოფიო ხორგუანი (დამოუკიდებელი კანდიდატი), გრიგოლ გეგელია (დამოუკიდებელი კანდიდატი).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]