weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

ნინია ცისკარიშვილი „ქართულ ოცნების“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან კავშირს უარყოფს

15:06 კვირა, 19 მაისი 2019 hits 619

ნინია ცისკარიშვილი, რომელიც სავრაუდოდ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ბრალდებას დესტაბილიზაციის დაგეგმვის შესახებ აბსურდს უწოდებს. მისი თქმით, მსგავსი საუბარი არ ჰქონია და არც მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია, როგორც ამას თალაკვაძე ამბობს.

„ის არის სრული აბსურდი. რამოდენიმე დღეა ვიმყოფები ზუგდიდში, ვაკვირდები საარჩევნო უბნებს. აღმოვაჩინე ძალიან ბევრი დარღვევა. აქედან გამომდინარე, ეტყობა, ყელში ვყევარ გაჩხერილი დღევანდელ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ისინი აპირებენ არჩევნების გაყალბებას და ყველანაირ ხრიკს მიმართავენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ვარ, წევრი ვარ, მაგრამ, როგორც ასეთი, არანაირი ახლო ურთიერთობა არ მაქვს. არანაირ თათბირზე არ ვყოფილვარ“, – განაცხადა ნინია ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, კარგად არ იცნობს და მხოლოდ რამდენჯერმე არის შეხვედრილი სალომე ჭელიძეს, რომელიც, თალაკვაძის თქმით, ასევე ფიგურირებს ჩანაწერში.

უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საარჩევნო შტაბის თათბირზე საუბრობენ, რომ არჩევნების ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, შემდეგ კი მთელი საქართველო.

თალაკვაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამაც უარყო. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩანაწერის ავთენტურობის დადგენისკენ მოუწოდა. თინა ბოკუჩავას თქმით, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წევრები არ არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]