weather cur horoscope tv
დეკემბერი 04, 2020

გეგა შენგელია პირველ ტურშივე გახდება ზუგდიდის მერი – „ქართული ოცნების“ შტაბი

16:20 კვირა, 19 მაისი 2019 hits 547

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში არჩევნები პირველ ტურშივე დასრულდება. როგორც ჩიქოვანი ამბობს, არჩევნებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, გიორგი (გეგა) შენგელია ლიდერობს.

„მინდა მოგაწოდოთ განახლებული ინფორმაცია ზუგდიდში მიმდინარე საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. როგორც მოსალოდნელი იყო, მაღალი აქტივობის პირობებში გეგა შენგელია ლიდერობს და ჩვენ უკვე დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ტურშივე დასრულდება ეს არჩევნები და გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მომავალი მერი. თუმცა, კიდევ ერთხელ მივმართავ ჩემს ზუგდიდელებს, რომ მათ კვლავაც უნდა გააგრძელონ აქტიურობა“, – თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

გიორგი (გეგა) შენეგლიას მთავარი კონკურენტის, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბი კი აცხადებს, რომ არჩევნებში ისინი იმარჯვებენ. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სანდრა რულოვსი დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში.

 

ამ თემაზე:

15:00 საათისთვის ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა 32.8% იყო – ცესკო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]