weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან – სანდრა რულოვსი

15:24 ორშაბათი, 20 მაისი 2019

ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატის, სანდრა რულოვსის განცხადებით, 19 მაისის არჩევნების შემდეგ, რომელიც, მისი შეფასებით, რეალურად სპეცოპერაცია იყო, გადაწყვიტეს, ზუგდიდიდან საპროტესტო ტალღა დაიწყონ, რომელიც მთელ ქვეყანას გადაედება და დასრულდება თბილისში, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან.

როგორც სანდრა რულოვსმა თქვა, ისინი ქვეყნიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას მოითხოვენ.

„უნდა დაგვანებოს თავი, იმიტომ, რომ მისი მოქმედება და მისი ე.წ. მმართველობა არის უკვე ყველანაირ ზღვარს გადასული. ჩვენ ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები, იმიტომ, რომ არ შეუძლია, არ ატარებს არჩევნებს. ამიტომ, ჩვენ ყველანი უნდა დავირაზმოთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით არ დავტოვებ არცერთ ქუჩას, უბანს, სოფელს და ქალაქს. ყველანი ერთად ხელიხელჩაკიდებული უნდა მივიდეთ თბილისამდე და მოვიშოროთ ივანიშვილი ამ ქვეყნიდან. მე ამ ბრძოლაში არ ვარ მარტო“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

კითხვაზე, როდის წაიყება საპროტესტო გამოსვლები, რულოვსმა თქვა, რომ უკვე დაწყებულია.

ჟურნალისტებმა მას თანაპარტიელის, ნიკა მელიას განცხადების შეფასაება სთხოვეს, რომლის სიტყვებითაც, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება და აქციებისა თუ რევოლუციის დაანონსება, არ შეიძლება. როგორც რულოვსმა თქვა, მას ნიკა მელიას განცხადება არ მოუსმენია, რადგან ინტერვიუების მოსმენაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა.

„ყველას თავისი აზრი აქვს. მე მინდა, რომ ხალხთან ერთად დავიბრუნოთ ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა არის დაკარგული, რადგან ამ ქვეყანაში არჩევნები არ ტარდება“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მისივე სიტყვებით, ამ ბრძოლაში მარტო არ არის და გაერთიანებულ ოპოზიციაში შედიან სხვადასხვა პარტიები და ორგანიზაციები, რომელთა საერთო მტერი არის ბიძინა ივანიშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ მოიგო. 107-ვე უბნის დათვლის შემდეგ, შენგელიას ამომრჩეველთა ხმების 54.18% (30 470 ხმა) აქვს, ხოლო სანდრა რულოვსმა – 42.84% (24 095 ხმა) მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]