weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

NDI: ივანიშვილის მიმართ დადებითი დამოკიდებულება 21%-ს აქვს, სააკაშვილის მიმართ კი 31%-ს

13:48 სამშაბათი, 21 მაისი 2019

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებიდან ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ აქვთ.

კერძოდ, ივანიშვილს უარყოფითად მოსახლეობის 39% აფასებს, დადებითად – 21%, ხოლო 35%-ს მის მიმართ არც დადებითი დამოკიდებულება აქვს და არც უარყოფითი. 3%-მა არ იცის, როგორ აფასებს, 1% თავს იკავებს, კიდევ 1%-ს კი მის შესახებ არ სმენია.

უარყოფითი შეფასებების მიხედვით მეორე ადგილზეა პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. მას უარყოფითად მოსახლეობის 35% აფასებს, დადებითად – 9%, ნეიტრალურად – 28%, 17%-ს კი მის შესახებ არ სმენია.

ზურაბ ჯაფარიძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია მოჰყვება, რომელსაც უარყოფითად მოსახლეობის 33% აფასებს, დადებითად 22%, ნეიტრალურად – 30%. მის შესახებ კი მოსახლეობის 10%-ს არ სმენია.

ასევე 33% აქვს უარყოფითი დამოკიდებულება „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, ეკა ბესელიას მიმართ. 15%-ს მის მიმართ დადებითად არის განწყობილი 38% კი ნეიტრალურად. 9%-ს მის შესახებ არ სმენია.

შემდეგ ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებობს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უარყოფითად 32% აფასებს, დადებითად კი 31%. სააკაშვილის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს 32%-ს, 3%-მა არ იცის, როგორ აფასებს, 1% თავს იკავებს, კიდევ 1%-ს კი მის შესახებ არ სმენია.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ დაკვეთით კვლევა „CRRC-საქართველომ“ ჩაატარა. საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]