weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სამუშაოები აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო, მაგრამ შეჩერდა – პრემიერი

20:35 კვირა, 26 მაისი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, დავით გარეჯში გზის გაყვანის სამუშაოები აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, იმ ადგილზე მიმდინარეობდა, სადაც ბილიკები მანამდეც იყო. მისივე თქმით, დამატებითი კითხვების თავიდან ასაცილებლად, ეს სამუშაოები შეჩერებულია.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაოების წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქედს მიღმა და მიუხედავად იმისა, რომ იქ მანამდეც არსებობდა ბილიკები, რომ არ შექმნილიყო აღქმა და რომ არ გაჩენილიყო ის კითხვები, რომელიც თქვენ ეხლა დასვით, რომ მომხდარიყო სამუშაოების შეჩერება და ეს ასეც მოხდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან.

23 მაისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულ მხარეს სპეციალური ტექნიკა ჰყავდა მობილიზებული და ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გზა გაჰყავდა. დავით გარეჯის მამათა მონატრის არქიმანდრიტმა კირიონმაც დაადასტურა, რომ ადგილზე სამი ბულდოზერი მუშაობდა და სამანქანო გზა გაჰყავდა. გუშინ არქიმანდრიტმა განაცხადა, რომ სამუშაოები კი არ შეწყდა, არამდე დასრულდა, რადგან ტექნიკა წინ ვეღარ წაიწევდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]