weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა

17:32 სამშაბათი, 28 მაისი 2019
ფოტო © Unian ფოტო © Unian

უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმირ ზელენსკის რამდენიმე დღის წინ მიმართა მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით. სააკაშვილს მიაჩნია, რომ მოქალაქეობა მისმა პოლიტიკურმა ოპონენტმა, ქვეყნის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკიმ უკანონოდ ჩამოართვა. სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, ზელენსკის განკარგულება, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სწორედ მისი წინამორბედის მიერ გამოცემულ შესაბამის განკარგულებაში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

სააკშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მისცეს, როდესაც ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნა. ამით მან ავტომატურად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. 2017 წელს, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვა იმ პერიოდში, როდესაც სააკაშვილი პოლონეთში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად პოლონეთი-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და უკრაინაში შევიდა. 2018 წლის თებერვალში ის ქვეყნიდან გააძევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]