weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველო“ დააფუძნა

16:36 სამშაბათი, 11 ივნისი 2019

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა – „გამარჯვებული საქართველო“ დააფუძნა. როგორც მან პრეზენტაციაზე განაცხადა, მოძრაობა ითანამშრომლებს „ქართული ოცნების“ ნებისმიერ წევრთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდება.

„ჩვენ ამბიცია გვაქვს, ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანის დიდი მოძრაობა შევქმნათ. იმ ადამიანების, რომლებსაც უკვე გაუსაძლისად მიაჩნიათ დღეს ქვეყანაში მდგომარეობა. ჩვენ ასევე ვითანამშრომლებთ „ქართული ოცნების“ ნებისმიერ იმ წევრთან, რომელიც დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს. ასე რომ, მათთვისაც ჩვენი კარი ღიაა. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვიმუშავებთ თბილისში, ძირითადად საორგანიზაციო სტრუქტურაზე.

ივლისის ბოლოს გავდივართ რეგიონებში და ვივლით სოფელ-სოფელ, კარდაკარ იმისთვის, რომ ადამიანებს შთავაგონოთ, ცვლილება არის აუცილებელი.

მარტო ჩვენ არაფერი არ გამოგვივა. ოქტომბრის ბოლოს, უკვე როდესაც წიწილების დათვლის სეზონი დადგება, გავმართავთ ფართომასშტაბიან ყრილობას და იქ გვექნება საუბარი ზუსტად იმ პასუხზე, რაც ადეკვატური იქნება ბიძინა ივანიშვილის ქცევაზე“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრებს შორის არიან ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კემულარია და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]