weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებებს გადავუვადებთ – მამუკა ბახტაძე

10:25 ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თხოვნას ვალდებულებების გადავადების თაობაზე მხარს დაუჭერს. მისივე თქმით, ეს საკითხი მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარსადგენად ვადების გახანგრძლივება სთხოვა. როგორც ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, მთავრობა გააგრძელებს დიალოგს და კომუნიკაციას, რათა კონსორციუმს აღებული ვალდებულებების შესრულებაში დაეხმაროს.

„შევხვდი კომპანია SSA MARINE-ს ხელმძღვანელობას, რომელიც არის კონსორციუმის მონაწილე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ამ პროფილის მქონე, ამერიკული ყველაზე ძლიერი კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი ამ პროექტში.

ამ პროექტს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, როგორც კი ჩამოვალ, მომდევნო კვირას გვექნება მთავრობის ხდომა და ამ საკითხის განხილვა და ვადების გადავადება მოხდება.

თითოეული ჩვენგანი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ამ პროექტის რეალიზაცია თითოეული ნაბიჯით არის განსაზღვრული, რომელსაც კონკრეტული შედეგი მოაქვს. ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, როგორც მთავრობამ და ვასრულებთ ამ ვალდებულებებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ კონსორციუმს, რომ შეასრულოს ვალდებულებები, რომ საბოლოო ჯამში, ამ მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაცია მოხდეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ საკითხს. ამავე დროს, კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, თითოეული ჩვენგანი და რა თქმა უნდა, კონსორციუმის მონაწილე წევრები, კონკრეტულ შედეგზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები. თუ ყველა შეასრულებს თავის ვალდებულებას, ეს პროექტი აუცილებლად შედგება და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

11 ივნისს ბახტაძე ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ პროექტს დაასრულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]