weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ გავრილოვს პარლამენტის სხდომათა დარბაზში აღარ შეუშვებენ

12:00 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019

ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები აცხადებენ, რომ პარლამენტის პლენარულ დარბაზში აღარ შეუშვებენ რუსეთის დუმის დეპუტატს, სერგეი გავრილოვს, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან უძღვებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას.

ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის ელენე ხოშტარია, გიორგი კანდელაკი, სერგო რატიანი, თინა ბოკუჩავა და სალომე სამადაშვილი დარბაზში საქართველოს დროშით შევიდნენ და შესვენების დროს დაიკავეს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი, სადაც მანამდე გავრილოვი იჯდა და ასამბლეის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, მათ შორის ქართველ დეპუტატებს რუსულად მიმართავდა.

„საქართველოში ჩამოიყვანეს და პარლამენტში დასვეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეომარი რუსი, არავინ არ დაუშვებს გავრილოვის ამ დარბაზში ყოფნას. აქ ჩვენ მას ფიზიკურად არ შემოვუშვებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ.

„ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ეს ქმედება გააპროტესტა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]