weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პასუხი პუტინს ასეთია: ტურისტებს უნდა შეეძლოთ ჩამოსვლა, რადგან უყვართ საქართველო – პრეზიდენტი

11:36 კვირა, 23 ივნისი 2019

საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსს“ ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტის კითხვაზე - რა იქნება მისი პასუხი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზე, შეწყვიტოს ავიარეისები საქართველოსთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამან გავლენა არ უნდა იქონიოს ტურისტებზე.

„პასუხი ასეთია: ტურისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ ჩვენთან, რადგან უყვართ საქართველო; ხოლო პოლიტიკოსებმა უნდა გადაჭრან პრობლემები, რაც მომხდარის მიზეზი გახდა. პრობლემის გადაჭრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ნიშნავს. თუმცა ეს არანაირად არ უნდა ახდენდეს გავლენას ტურისტებსა და მოსახლეობაზე, არ უნდა ისახებოდეს იმ მშვიდობიან გარემოზე, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოშია“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ დეესკალაცია უნდა შეძლოს.

„ჩვენ დაინტერესებული ვათ დეესკალაციით, რამდენადაც არც საქართველოს, არც ევროკავშირს არ სჭირდება კიდევ ერთი წერტილი რუკაზე, დიდი რეგიონი დაძაბული ვითარებით. რა თქმა უნდა, საქართველო ამაზე არ წავა. ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რასაც უკვე ვაკეთებთ, მშვიდობიანი გზით ვუპასუხებთ დაძაბულობის გაძლიერების ნებისმიერ მცდელობას“, – ციტირებს სალომე ზურაბიშვილს „ევრონიუსი“.

20 ივნისიდან საქართველოში დაწყებული საპროტესტო ტალღის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტული ზომების თაობაზე. შედეგად, რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან ეკრძალებათ სამოქალაქო და კომერციული ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.

გარდა ამისა, ტუროპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია, დროებით შეწყვიტონ საქართველოში ტურების გაყიდვა, მთავრობას კი დაევალა, მიიღოს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების, ასევე მათი ბარგის, სამშობლოში დასაბრუნებლად.

როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, საქართველოში ვითარების ნორმალიზაცია იქნება პირობა, რომლის არსებობის შემთხვევაში რუსულ ავიაკომპანიებს კვლავ შეეძლებათ საქართველოში ფრენა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]