weather cur horoscope tv
იანვარი 18, 2021

ნიკა გვარამია - ხელისუფლება მსჯელობს ამაღამ „რუსთავი 2-ის“ ძალადობრივ აღებაზე

20:16 კვირა, 23 ივნისი 2019 hits 710

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლება მსჯელობს დღეს, ღამით, „რუსთავი 2“-ის ძალადობრივ აღებაზე. ნიკა გვარამია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გაბედოს ტელეკომპანიაში შესვლა.

„ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლებო წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს, ღამე. ამ იდეას ჰყავს მოწინაღმდეგეებიც და მომხრეებიც ხელისუფლებაში.

ის რაც ქვეყანაში ხდება ბოლო კვირების განმავლობაში, არის რუსული სცენარი, სამწუხაროდ, ქართული ხელისუფლების თანამონაწილეობით. მე ვერ დავადანაშაულებ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს. მე მგონია, რომ ხელისულების წევრებში არიან საქართველოს პატრიოტები მიუხედავად იმისა, რომ ღრმად არასწორად ხედავენ საკითხებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების მთავარი ღერძი არის რუსული ინტერესების გატარება და ამ ღერძის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი.

რა მიზეზიც არ უნდა იყოს აქ შემოსვლის, რაც არ უნდა გამოაქვეყნოთ, მაგალითად, ფარული ჩანაწერები და რაღაც ლეგიტიმური ერთი შეხედვით მიზნები, არ გაბედოთ ამის გაკეთება. ამ შემთხვევაში უკვე იმიტომ არა, რომელი არხი დაიხურება და ადამიანებს შეეხებით და ა.შ. არ გაბედოთ ამის გაკეთება იმიტომ, რომ ამან შეიძლება ქვეყანაში გამოიწვიოს მწვავედ უმართავი პროცესები, ძალადობა ქუჩებში და რა თქმა უნდა, ეს შედის ჩვენი მთავარი მტრის, რუსეთის ინტერესებში,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

 

ამ თემაზე:

საქართველოში არცერთ მედიას საფრთხე არ ემუქრება - თალაკვაძე გვარამიას განცხადებაზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]