weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

არსებობენ პარტიები, რომელთაც მეტი საშუალება უნდა ჰქონდეთ, იყვნენ პარლამენტში – ბახტაძე

12:49 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

არსებობენ პარტიები, რომელთაც უფრო მეტი საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ იყვნენ წარმოდგენილი ფართოდ საქართველოს პარლამენტში, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილებაზე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

მამუკა ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა გულისხმობს, რომ ფაქტობრივად ზღვრის გარეშე ჩატარდეს შემდეგი არჩევნები, რაც პარლამენტში მეტი პოლიტიკური პარტიის მოხვედრის შესაძლებლობას იძლევა.

„პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ჩვენ გუნდში გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე და გუნდი სრულად უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას. მოგეხსენებათ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჩაიწერა ახალ კონსტიტუციაში, რომ ჩვენ საპარლამენტო დემოკრატიასთან ერთად 2024 წლიდან გვექნებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, უფრო მეტად განვითარებულიყვნენ საქართველოში პარტიები და რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო მათი წარმომადგენლობა პარლამენტში. ეს გადაწყვეტილება დაკორექტირდა და ვფიქრობ, ეს არის ბუნებრივი.

ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო იმის ხილვა, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ სურვილი, აიღონ პასუხისმგებლობა და საზოგადოებასაც აქვს ჯანსაღი განცდა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში გვჭირდება მეტი ახალი სახე“, –  განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი ინიციატივა ქმნის შესაძლებლობას, ყველა ამომრჩევლის ხმა იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში.

„ქართულ ოცნებაში“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა და უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გამოდიან ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა პარლამენტის წინ 20 ივნისიდან დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]