weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პატივს სცემენ კონსტიტუციას – პრემიერი

13:52 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

„ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პატივს სცემენ ამ ქვეყნის მომავალსა და კონსტიტუციას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარედეს.

„მათთან, ვისი ქცევაც იყო პროვოკაციული და რომლებიც მოტივირებული არიან მუდამ, რომ გავიდნენ საქართველოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ბუნებრივია, დიალოგი არ იქნება. მათ კანონი გასცემს შესაბამის პასუხს.

რაც შეეხება კონსულტაციებს, გაიმართება ყველასთან. მათ შორის, არსებობს შესაბამისი ფორმატი, რომელიც პარლამენტშია შექმნილი. დიალოგი შეეხება ყველას, როგორც პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალებს, ისე პარლამენტის გარეთ მყოფ ოპოზიციას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]