weather cur horoscope tv
იანვარი 19, 2020

შინაგან საქმეთა მინისტრის ადგილზე გადავდგებოდი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი

15:25 სამშაბათი, 25 ივნისი 2019 hits 222

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა უნდა დატოვოს. მისი თქმით, 20 ივნისის აქციის შედეგების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

„ჩემთვის ნამდვილად არ იყო ადვილი დღევანდელი სხდომა, ვინაიდან თქვენთან ერთად მომიწია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მოსმენა, რომლებიც მორალს გვიკითხავდნენ და გვასწავლიდნენ ჭკუას. ასევე, ემოციის გარეშე ძალზე მიჭირს ლაპარაკი, იმიტომ 20 ივნისს აღმოვჩნდი როლში, როცა ვიყავი პარლმაენტის შენობაში და გარეთ იყვნენ შეკრებილი ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც გამოხატავდნენ პროტესტს.

მიჭირს საკუთარი ისტორიის გახსენება, მაგრამ 7 ნოემბერს როცა ვშიმშილობდით პარლამენტის წინ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგვარბია მხოლოდ ამ მიზეზით. ახლა იყო დესტრუქციული მცდელობა და მოწოდებები, რომელიც მოდის კონფლიქტში სახელმწიფო ინსტერესებთან და კონსტიტუციასთან. მიუხედავად ამისა, ჩემი პრინციპია, ყველაფერი შევაფასო შედეგიდან გამომდინარე. შედეგად მივიღეთ სამუდამოდ დასახიჩრებული ჩვენი მოქალაქეები. არ მაინტერესებს, რა მრწამსის ან პრინციპების გამო იყვნენ მოსულები. მე ვფიქრობ, შესაძლებელი იყო ამ შედეგების თავიდან აცილება“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

დეპუტატის თქმით, მისთვის მიუღებელია, პოლიციის ქვედა ეშელონებში მოხდეს ამ შედეგების მიზეზის ძებნა.

„შედეგზე პასუხისმგებელია შს მინისტრი. მე ვაფასებ შედეგის მიხედვით და პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს. მე მის ადგილზე გადავდგებოდი“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდში ზოგჯერ გადაწყვეტილებები გვიანდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]