weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მელიას დაკავებაზე თანხმობის მიცემის საკითხს პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

15:17 ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019

პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის მიმართვას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის თაობაზე.

კომიტეტების შემდეგ, საკითხი კენჭისყრისთვის დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

აღნიშნულ საკითზე მომხსენებლები იყვნენ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი და მისი მოადგილე, რევაზ ბაღაშვილი. ამირან გულუაშვილის თქმით, არსებობს როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები, რომ დეპუტატს წინასწარი პატიმრობა შეეფარდოს.

პროკურატურა აპირებს, 20-21 ივნისს, პარლამენტის შონობათან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დეპუტატ ნიკა მელიას ბრალი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის წარუდგინოს.

მელიას მიმართ ბრალდების დადგენილება პროკურატურამ 25 ივნისს გამოიტანა. იმავე დღეს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]