weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

აქციის მონაწილეები ივანიშვილის ბიზენს-ცენტრისკენ მსვლელობას გამართავენ

10:44 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019
ფოტო © Irakli Gedenidze/Reuters ფოტო © Irakli Gedenidze/Reuters

საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება. პროტესტის მერვე დღეს, აქციის მონაწილეები მსვლელობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზენს-ცენტრისკენ გამართავენ.

„შევიკრიბებით შვიდ საათზე ჩვენს სამოქალაქო სამსახურში და შემდეგ გვექნება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ, რომ საქართველოს არაფორმალურ მმართველს გავაგონოთ ჩვენი ხმა და კომფორტის ზონაში არ იყოს არცერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც დღეს აქ ვითხოვთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ.  

მსვლელობის მონაწილეები მოითხოვენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვოს.

თბილისში საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისიდან დაიწყო, რასაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში, რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლა უსწრებდა წინ. ერთ-ერთმა მათგანმა, სერგეი გავრილოვმა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტია, საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და სხდომა ასე გახსნა. „ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.

საპროტესტო გამოსვლების შედეგად თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „ქართულმა ოცნებამ“ კი განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]