weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

განცდა მაქვს, რომ ჯარში მიდიხარ, ყველა წყენა ჩემგან ჩავლილია – გიგი უგულავა ნიკა მელიას

13:02 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019

განცდა მაქვს, რომ ჯარში მიდიხარ, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს“, დეპუტატ ნიკა მელიას, მას შემდეგ რაც მას პარლამენტის წევრის იმუნიტეტი შეუჩერეს.

„გლდანის ციხეში 2014 წლის ზაფხულს „უფროსობის“ დავალებით ქურდული კორიდორი მომიწყვეს. გავიარე და უკან გამოვიარე კორპუსებს შორის-კორპუსები გლეჯდენ მიწას. ისეთი გუგუნი იყო, გინება, ჯამების რახა-რუხი, მოკლედ ჯოჯოხეთი – დაგეშილი უმრავლესობა. გასახსენებლად ისე უსიამოვნოა, რომ ამაზე წერა არც მიფიქრია. გადავწყვიტე რადგან დღეს, როცა ნიკა მელიას საპარლამენტო საბჭოთა სასამართლოს ვუყურე, ჩემი ცხოვრების ეგ ეპიზოდი მედგა თვალწინ. ზუსტად იგივე დაგეშილი უმრავლესობა, ამჯერად უკეთ კოსტუმირებული, მაგრამ ქურდულ ციხურისგან არაფრით განსხვავებული. ამაზრზენი შეგრძნება იყო.

დღეს ნიკას სახით მთელმა საქართველომ განიცადა ეს. დღევანდელი ოცნების სასამართლოს შემდეგ, მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ხვალ მურუსიძის სასამართლო გირაოთი გარეთ დაგტოვებს, თუმცა პატიმრობაც შენთვის შესაძლებლობა იქნება. ბევრი რამის შესაძლებლობა! ახლა კი განცდა მაქვს, რომ ხვალ ჯარში მიდიხარ!

პ.ს. ყველა წყენა ჩემგან ჩავლილია“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში სდებს. როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, მიტინგის დროს, დეპუტატმა შეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცველებზე ძალადობრივ თავდასხმაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლო მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს, 14:00 საათზე იმსჯელებს. პროკურატურას მიაჩნია, რომ არსებობს როგორც ფორმალური ისე ფაქტობრივი საფუძვლები, რომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]