weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

როცა პუტინი დახოცავს, სისხლი თქვენს ხელებზეც იქნება – უკრაინელი დეპუტატი ევროსაბჭოში

15:37 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019

„უნდა გახსოვდეთ, რომ როდესაც შემდეგში პუტინი დაიწყებს დახოცვას, სისხლი თქვენს ხელებზეც იქნება“, – ამ სიტყვებით გააკრიტიკა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენის შესახებ.

26 ივნისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 166-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ევროპსაბჭოს პრინციპები დაარღვია. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ 11 ქვეყნის დელეგაციებმა (62 დეპუტატი) მისცეს ხმა, მათ შორის, საქართველომ, ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, უკრაინამ, სლოვენიამ, სლოვაკეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა.

საბჭოს წევრი შვიდი ქვეყანის - საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის დელეგაციებმა, ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნების გამო, პროტესტის ნიშნად ზაფხულის სესია დროზე ადრე დატოვეს.

უკრაინელმა დეპუტატმა ორგანიზაცია ღირებულებებით ვაჭრობაში დაადანაშაულა.

„ძვირფასო კოლეგებო, დღეს ვაჭრობის დღეა, დიდი ფასდაკლება. ყველა ჩვენი ღირებულებები გავყიდეთ 77 მილიონ ევროდ, დემოკრატია - 25-ად, ადამიანის უფლებები - 25 მილიონად. კანონის უზენაესობაც, ამ ფასად. ეს კარგი ფასია. შეგვიძლია სხვაგვარადაც ვიანგარიშოთ. ამ კვირაში ევროკავშირმა მილიონობით გული დაკარგა - უკრაინელების გულები, ესტონელების, ქართველების, ლიეტუველების, ლატვიელების, პოლონელების, ბრიტანელების. ერთი გული, დაახლოებით, 50 ცენტად. ეს კარგი ფასია.

მე მოვისმინე, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა დავიცვათ ისინი. მე მაქვს თქვენთვის შემოთავაზება: მოდით, მოვიწვიოთ სირია ჩვენს ორგანიზაციაში, იმიტომ, რომ თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, უმჯობესია, რომ ბაშარ ასადი იყოს აქ, შიგნით და არა - ჩვენი ორგანიზაციის გარეთ.

მთელი ცხოვრება მიმაჩნდა, რომ ხალხისთვის, რომელსაც მართავს ტირანი, უკეთესია, იბრძოლონ ტირანის წინააღმდეგ და არ ისხდნენ მის გვერდით.

რუსეთის წარმომადგენელმა, ბატონმა ტოლსტოიმ [რუსეთის დუმის დეპუტატი] ყველას მოგვმართა: ჩვენ აქ გაშლილი ხელებით ვართ. ჩვენ კი ზუსტად ვიცით, რომ თქვენს გაშლილ ხელებში: გაზი „ნოვიჩოკია“ მოსაწამლად, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ბუკი“ იმისთვის, რომ ჩამოაგდოთ თვითმფრინავები, სისტემა „გრადი“ გასანადგურებლად.

უნდა გახსოვდეთ, რომ როდესაც შემდეგში პუტინი დაიწყებს დახოცვას, სისხლი თქვენს ხელებზეც იქნება.

უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელიც იმყოფება რუსეთის ციხეში არაფრის გამო, უკვე ხუთ წელზე მეტია, ამბობდა: „თუ ჩემი ბედია, ვიყო ლურსმანი ტირანის კუბოს სახურავზე, თანახმა ვარ ასეთი ბედის“. თუ უკრაინის ბედია, იყოს მარტო ტირანის წინააღმდეგ, იმ ბოროტებასთან ბრძოლაში, რომელიც, უბრალოდ ჩვენთან მოვიდა, კარგი, დაე, იყოს ასე. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ! ჩვენ არასდროს დავნებდებით და გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ! და ვიცი, რომ ეს ასეც იქნება!“ – განაცხადა ალექსეი გონჩანერკომ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]