weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა არ შეუფარდა

16:15 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას, რომელსაც პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

მოსამართლე თემურ გოგოხიას გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას 30 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი პარლამენტმა გუშინ შეუჩერა, რის შემდეგაც პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფართების საკითხზე სასამართლოს მიმართა.

როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, მიტინგის დროს, დეპუტატმა შეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცველებზე ძალადობრივ თავდასხმაზე. პროკურატურის მტკიცებით, არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე გავლენის მოხდენის რისკი, რის გამოც მის მიმართ პატიმრობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევდა, რომ მელიასთვის პატიმრობის შეფარდება მიზანშეწონილი არ იყო.

„ეს იქნება მნიშვნელოვანი შექმნილი პოლიტიკური ვითრების განმუხტვისა და შესაბამისად, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისთვის, რასაც, არსებული საგარეო საფრთხეების გათვალისწინებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – აცხადებდა ლომჯარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]