weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველოში ჩასვლამდე კურთხევა რუსეთის პატრიარქმა კირილმა მომცა – გავრილოვი

15:29 პარასკევი, 28 ივნისი 2019

რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ, ვიდრე საქართველოში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე დასასწრებად გამოემგზავრებოდა, რუსეთის პატრიარქ კირილისგან კურთხევა მიიღო.

სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ გავრილოვმა „ნოვაია გაზეტას“ უთხრა.

„საქართველოში წასვლამდე მივიღე ზიარება და აღსარება ვუთხარი პატრიარქ კირილს, რჩევა ვკითხე მას. მან დამლოცა და თქვა, რომ ჩვენ [რუსეთმა და საქართველომ] სიკეთით უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობები“, – განაცხადა გავრილოვმა.

ის ასევე ამბობოს, რომ საქართველოში წმინდა ადგილების მოსალოცად აპირებს ჩამოსვლას.

„ძალიან მინდა [საქართველოში ჩასვლა], იქ მე პირადი გეგმები მაქვს. ვაპირებთ შემოდგომაზე, როდესაც სიცხე გადაივლის, იქ ბავშვებთან ერთად მოსალოცად ჩავიდეთ. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ იმიტომ, რომ საქართველოს მსგავსი ადგილი სხვა არ გვაქვს“, – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]