weather cur horoscope tv
მაისი 28, 2020

საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ ბოდიში მოიხადოს, მერე შესაძლებელია დიალოგი – მატვიენკო

16:10 კვირა, 30 ივნისი 2019 hits 371

„ის ხელისუფლება, რომელიც დღეს საქართველოშია, ყველაფერს აკეთებს, რომ შეწყვიტონ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით დამოუკიდებლად არ მოქმედებს.

„ისინი ამას კარნახით აკეთებენ. ამიტომ, მანამდე, ვიდრე ხელისუფლება არ დაალაგებს ქვეყანაში ურთიერთობას, ვიდრე არ შეწყდება ეს რუსოფობიული ტალღა, რომელიც რადიკალებმა წამოწიეს, ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს - ჯერ დაამყარონ წესრიგი ქვეყანაში, ბოდიში მოიხადონ იმაზე, რაც მოხდა, მერე კი შესაძლებელია დიალოგი“, – განაცხადა მატვიენკომ.

მისივე თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის არავითარი კონფლიქტი არ არის და პროვოკაცია დაიგეგმა იმისთვის, რომ „რუსოფობიული ტალღა“ მოჰყოლოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]