weather cur horoscope tv
მაისი 25, 2020

ქათამაძე ძალიან ნიჭიერია, მაგრამ პოლიტიკის შესახებ ბევრი არაფერი იცის – დიმიტრი პესკოვი

17:56 ორშაბათი, 01 ივლისი 2019 hits 463

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა ქართველი მომღერლის, ნინო ქათამაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთში კონცერტს აღარ გამართავს. როგორც პესკოვმა თქვა, ქათამაძე „ძალიან ნიჭიერია, მაგრამ პოლიტიკის შესახებ ბევრი არაფერი იცის“.

„თუ მას კითხვები ექნება, ყოველთვის მზად ვართ განმარტებისთვის“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, „რუსეთში უყვართ და პატივს სცემენ ქართველებს, ასევე ძალიან აფასებენ ქართული კულტურის წარმომადგენლებს“.

„რუსეთში არ შეუძლიათ დადებითად მიიღონ, უფრო ზუსტად, საერთოდ არ არიან მზად მიიღონ ექსტრემისტებისა და ნაციონალისტების მოქმედებები, მით უმეტეს, ის აგრესიული მოქმედებები, რომლებიც მიმართულია ჩვენი პარლამენტარების წინააღმდეგ“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

ნინო ქათამაძემ გუშინ განაცხადა, რომ 22 ივნისს რუსეთში ბოლოჯერ გამართა კონცერტი. მომღერალი სოლიდარობას უცხადებს თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს და ბოდიშს უხდის მის მონაწილეებს იმისთვის, რომ 20 ივნისის ღამეს მათ გვერდით არ იდგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]