weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მზად ვიყავით სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, მოგვიწევს დაველოდოთ უკეთეს დროს – კარასინი

10:20 სამშაბათი, 02 ივლისი 2019

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი მზად იყო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, თუმცა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ამ საკითხის განხილვა გადაიდო.

„დიახ, ნამდვილად, ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა და ჩვენ პრინციპულად მზად ვიყავით ამისთვის. თუმცა არ გამოვიდა, მოგვიწევს დაველოდოთ უკეთეს დროს“, – განაცხადა კარასინმა გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

ჟურნალისტის აზრით, თბილისში 20 ივნისიდან მიმდინარე აქციებზე ის ახალგაზრდები დგანან, რომელთა უმრავლესობა, დიდი ალბათობით, არასდროს ყოფილა რუსეთში, რადგან 2008 წლიდან ამისთვის ვიზაა საჭირო. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, „ისინი არ იცნობენ რუსეთს და სწორედ ამიტომ, ადვილად განეწყობიან რუსეთის წინააღმდეგ“. ჟურნალისტის ამ შენიშვნაზე კარასინმა თქვა:

„თქვენს შეფასებას ვერ დავეთანხმები. ჩვენ სავიზო რეჟიმი მაქსიმალურად ლიბერალური გავხადეთ. რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, დაპატიჟოს საქართველოდან ის, ვისაც საჭიროდ თვლის. რუსეთში ჩასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. ამასთან, ჩვენ მზად ვიყავით, წინ წავსულიყავით – ვიზების გაუქმებამდე. ასე რომ, არ ვფიქრობ აქ ვიზის ფაქტორია. ახალგაზრდები მოექცნენ იმ პროვოკატორების გავლენის ქვეშ, რომლებმაც ოსტატურად წამოიწყეს ანტირუსული შიდაპოლიტიკური ბრძოლა. ახლა, მემგონი, თბილისი ამ ყველაფერს მიხვდა. იქ გარკვეულწილად უკვე დაიწყო ემოციების უკუსვლა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კარასინის აზრით, რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვა, სახელმწიფოს მხრიდან მიღებული „აბსოლუტურად ადეკვატური და დროული“ გადაწყვეტილება იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]