weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2019

შსს უგულავას, ბარამიძისა და ოქრუაშვილის გამოკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

12:56 ხუთშაბათი, 04 ივლისი 2019 hits 137

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციური პარტიების ლიდერების - გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გია ბარამიძის გამოკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. სამივე მათგანმა საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.

უგულავას, ბარამიძისა და ოქრუაშვილის გამოკითხვა, 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იგეგმება.

„უგულავამ, ბარამიძემ და ოქრუაშვილმა უარი განაცხადეს საგამოძიებო უწყებაში გამოსაკითხად შსს-ში მოსვლაზე, შსს მიმართავს შუამდგომლობით სასამართლოს, რათა მოხდეს ამ პირების მაგისტრატ მოსამართლის წინაშე დაკითხვა“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]