weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მღვდლების მიერ აჭარლების შევიწროებაზე განცხადების მერე ქარელის ვიცე-მერი გადადგა

11:55 პარასკევი, 05 ივლისი 2019

ქარელის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი, ნუგზარ დაბრუნდაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, საჯაროდ განაცხადა, რომ ძამის ხეობას აჭარელი ეკომიგრანტები სასულიერო პირების მხრიდან შევიწროების გამოც ტოვებენ, თანამდებობიდან გადადგა.

Qartli.ge-სთან დაბრუნდაშვილმა თანამდებობიდან წასვლის მიზეზი არ დაასახელა: „რატომ წავედი სამსახურიდან, ეს უკვე ჩემი საქმეა. მივდივარ სახლში“. 

ნუგზარ დაბრუნდაშვილმა ძამის ხეობიდან აჭარლების მიგრაციაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის გადაცემაში „ქართლის სტუდია“ ისაუბრა. 

„ეკრანის წინ ცოტა ძნელია თქვა, რატომ... სასულიერო პირებმა შეავიწროვეს ძალიან. მოგეხსენებათ, რომ ძამის ხეობა სავსეა ეკლესია-მონასტრებით. ცოტა ცუდი მიდგომის გამო მოხდა ეს. სხვა სოფლებშიც გვყავს მთავრობის მიერ ჩამოსახლებული ეკომიგრანტები და ინათლებიან, ქორწინდებიან. აი მანდ, მოხდა ეგრე“, – განაცხადა დაბრუნდაშვილმა. 

Qartli.ge-ის ინფორმაციით, გვერძინეთის მცხოვრებლებიც ამბობენ, რომ საძოვრები, რომლითაც სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, სასულიერო პირებმა შეისყიდეს. 

გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]