weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

„რუსთავი 2“-ზე პროვოკაცია და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა ვიხილეთ – პრემიერი

00:09 ორშაბათი, 08 ივლისი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „P.S“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და მას პროვოკაციად და დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს.

„რაც „რუსთავი 2“-ზე დღეს ვიხილეთ, არაფერია თუ არა პროვოკაციის ამაზზრზენი აქტი და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა. ის, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია“, – წერს მამუკა ბახტაძე „ტვიტერზე“.

ამ საკითხზე კიდევ ერთი განცხადება ბახტაძემ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა.

„ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა „რუსთავი 2“-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად. ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან“, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

გიორგი გაბუნიას, რომელმაც დღევანდელი გადაცემის დაწყებამდე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აგინა, ემიჯნება ტელეკომპანია. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ამ საკითხზე იმსჯელებენ თვითრეგულირების ორგანოში და სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]