weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პუტინის პარტია საქართველოდან ღვინის იმპორტის აკრძალვას ითხოვს

17:14 ორშაბათი, 08 ივლისი 2019

რუსეთის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ ფრაქცია სახელმწიფო დუმაში საქართველოდან ღვინის და სასმელი წყლის იმპორტის, ასევე საქართველოსთან ფულადი გადარიცხვების აკრძალვას ითხოვს.

სააგენტო „ტასს“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა სერგეი ნევეროვმა განაცხადა.

„ვხედავთ, რომ საქართველოში კვლავ არის რუსოფობიური განწყობები, ეს საფრთხეს უქმნის რუსეთის მოქალაქეებს [...] ის არამეგობრული ქცევა, რასაც დღეს აქვს ადგილი, ადეკვატურად უნდა შეფასდეს“, – განაცხადა დუმის ვიცე-სპიკერმა.

მისივე თქმით, საქართველოდან იმპორტის და ფულადი გადარიცხვების აკრძალვა სახელმწიფო დუმის საბჭოს სხდომაზე დღეს იქნება განხილული.

სააგნტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ტატიანა მოსკალკოვა მოითხოვს, რომ საქართველოსთან სოციალური ფულადი გადარიცხვები შენარჩუნდეს, კერძოდ, ისინი, რომლებიც პენსიას და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას ეხება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]