weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პატრიოტთა ალიანსის წევრები უახლოეს დღეებში მოსკოვში ჩავლენ

22:18 სამშაბათი, 09 ივლისი 2019

 

პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები უახლოეს დღეებში მოსკოვში ჩავლენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დაწერა.

როგორც ინაშვილი ამბობს, საქართველოსთვის სანქციების დაწესების თაობაზე ვლადიმერ პუტინმა „ძალზედ ღირსეული და დროული კომენტარი გააკეთა“.

„პირადად მე გამახარა ამ დამოკიდებულებამ. ნამდვილად, ქართულ- რუსულ ურთიერთობებს სიღრმისეულად უნდა მივუდგეთ და ასეთი მიდგომა ორივე მხარისთვის სასიკეთო და ქრისტიანულ ნაყოფს გამოიღებს.

არ დავმალავ, ეს დღეები უკიდურესად დაძაბული შრომის დღეები იყო. ჩვენ ჩვენი წილი ვიშრომეთ, რომ ვითარება განმუხტულიყო და უდაოდ კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენმა შრომამ პირველი ნაყოფი გამოიღო. ჩვენი გუნდის წევრები უახლოეს დღეებში ჩავლენ მოსკოვში.

თქვენ იცით, რომ ვიზების გაუქმებაზეც ვიყავით შეთანხმებული, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ბევრი სხვა სასიკეთო ინიციატივაც ძალზედ პოზიტიურად განიხილებოდა. პროვოკატორებმა ქვეყანა უკან დახიეს და ეს პირველად არ ხდება... მაგრამ გამოსავალს, ღვთის წყალობით, კვლავ მოვძებნით.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეგობრების ვიზიტი მოსკოვში ჩვენს სამშობლოს საგრძნობ და ჩვენი მტრებისთვის შესაშურ სიკეთეს მოუტანს“, – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]