weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გავრილოვის ღამე არა ჭიჭიკოს ღამე, ობიექტურები ვიყოთ ადამიანები – ქუცნაშვილი

16:15 ორშაბათი, 15 ივლისი 2019

„გავრილოვის ღამე“ – ეს არის „რუსთავი 2“-ის იარლიყი, იმიტომ, რომ გავრილოვი საერთოდ არ ყოფილა იმ ღამეს თბილისში. ის გაფრინდა შუადღეს, 5 საათსა და 30 წუთზე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

გამოცემა BM.GE-სთან ინტერვიუში, ქუცნაშვილი ამბობს, რომ 20–21 ივნისს, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს „გავრილოვის ღამე“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დაარქვა, რითიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობის გამართლებას ცდილობენ.

„გავრილოვის ღამე“ არა ის... ჭიჭიკოს ღამე. ობიექტურები ვიყოთ ადამიანები. გავრილოვის ღამე კი არ იყო, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის ღამე იყო. გავრილოვის ღამედ გინდათ გაამართლოთ „ნაციონალების“ ძალადობა? ეს არის თქვენი მიზანი?“ – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჯდომას რას დაარქმევდა, ქუცნაშვილი ამბობს, რომ თავმჯდომარის სკამი წმინდანის არაა.

„გვარამიას სტანდარტებით საუბრიბთ. წმინდანის სკამია პარლამენტის თავმჯდომარის სკამი თუ რა არის, ვერ გავიგე? როდის გახდა წმინდანის სკამი – ნინო ბურჯანაძე რომ იჯდა, მაშინ თუ კაკო ასათიანი რომ იჯდა მაშინ?…

უბრალოდ, საზოგადოება ახლა კლიშეების ქვეშაა და ობიექტურობას მოწყვეტილია, რადგან რეალურად მანდ რაც იყო გადაცდომა, გადაცდომა იყო ის, რომ საზოგადოებამ ვერ მიიღო სიმართლე მტრის თაობაზეც კი. საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვითომ ეს გავრილოვი იყო საქართველოს დამბობმბავი, აფხაზეთში ნაომარი, ქართველების სისხლის მსმელი – აი, ასე იყო გაყალბებული ფაქტები“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

ჟურნალისტის მაჟორიტარ დეპუტატს ჰკითხა, გრძნობს თუ არა საკუთარ პასუხისმგებლობას მომხდარის გამო, რაზეც მან უპასუხა: „ეს იყო უზარმაზარი ქაჯობა, რაც გააკეთეს იმ დღეს. ამან დააზარალა ქვეყანა“.

რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნიტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი 19-20 ივნისს საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ფარგლებში იმყოფებოდა. გავრილოვი, რომელიც ასამბელის პრეზიდენტიც არის, ადგილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაიკავა და იქიდან გახსნა რიგით 26-ე სესია. მისმა ამ საქციელმა საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, რასაც თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. რუსი დეპუტატების დელეგაცია იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

„ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. რუსი დეპუტატი კი ამბობს, რომ იქ დაიკავა ადგილი, სადაც ქართულმა მხარემ მიუთითა.

21 ივნისს, აქციის დარბევიდან მეორე დღეს, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით 28 ივნისს მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]