weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ხატები დაზიანების თავიდან ასაცილებლად გადმოგვცეს – კუპატაძე

18:17 ორშაბათი, 15 ივლისი 2019
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრის შემდეგ სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„გუშინ ადგილობრივი მოსახლეობა ავიდა საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, სადაც ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმყოფებიან. მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ მოხდა მცირე ინციდენტი მათ შორის. ქართველი მესაზღვრეების ჩარევის შედეგად სიტუაცია დროულად იქნა განმუხტული. არის მშვიდი ვითარება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას და საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნუ აჰყვებიან პროვოკაციებს, რათა მიეცეს დელიმიტაციის კომისიას მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების საშუალება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

მისივე თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ხატები შეუთანხმებელ ტერიტორიაზე არსებულ სამლოცველოებში, ამინდის გაუარესების გამო ზიანდებოდა, რის გამოც მონასტერში გადაიტანეს.

„მათ განმარტეს, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში, ეს ხატები ზიანდებოდა, როგორც ქარის ასევე, წვიმის შემთხვევაში და ბრალდებების თავიდან ასაცილებლად, რომ მათ არ დაბრალებოდათ დაზიანება, ამიტომ ამოიტანეს მონასტერში“, – განაცხადა კუპატაძემ.

სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის ინფორმაციითმ, საზღვრის შეუთანხმებელ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისა და მომლოცველებისთვის შეზღუდვა უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მოიხსნება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით გარეჯში ვითარება დაიძაბა, გუშინ გავრცელდა. ადგილობრივების ცნობით, დაძაბულობის მიზეზი გახდა ის, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს ტაძრებიდან ხატები გამოიტანეს, კელიებს კი ტუალეტად იყენებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]