weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„ვარდების რევოლუცია“ მე დავაფინანსე – ირაკლი ოქრუაშვილი

14:54 ორშაბათი, 22 ივლისი 2019
ფოტო © რადიო თავისუფლება ფოტო © რადიო თავისუფლება

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერისა და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, 2003 წელს „ვარდების რევოლუცია“ მან დააფინანსა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ოქრუაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2004 წელს შეიძინა, რისთვისაც 1 მლნ 200 ათასი დოლარი, ნაღდი ფულის სახით, ჯემალ იმნაიშვილის ხელით ტელეკომპანიის დამფუძნებლებს - დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადაუხადა, გარდა ამისა, მათ უსასყიდლოდ გადაუფორმა კომპანია „ჯორჯიან ონლაინის“ 10%-იანი წილი, რაც დაახლოებით 800 ათასი დოლარი იყო. კითხვაზე, სად იშოვა ამ ოდენობის თანხა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა:

„ამ კითხვაზე შემიძლია არ გიპასუხოთ ერთი მარტივი მიზეზის გამო - ამ საქმეზე ყველა სახის ხანდაზმულობა გასულია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს თანხა მოზიდული იქნა ჩემს მიერ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებისგანაც ნებართვა არ მაქვს, რომ მათი სახელები დავასახელო“.

კითხვაზე, გამოიყენა თუ არა თანამდებობრივი მდგომარეობა ამ თანხის საშოვნელად, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ - არა.

„მე მქონდა გარკვეული სახის კავშირები მაშინაც, მანამდეც, მას მერეც და ახლაც მაქვს.

თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ 1 მლნ 200 ათასი რამდენად პატარა თანხაა იმ შესაძლებლობებისთვის, რომლებიც მე მქონდა დაახლოებით იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ფული მეშოვა.

2003 წელს, კონსპირაციების და შეთქმულებების თეორიებს რომ აწყობთ და იძახით, რომ თითქოს სოროსმა დააფინანსა „ვარდების რევოლუცია“, ან ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა, 2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით, დაფინანსებული იყო ჩემს მიერ. ანუ მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და კიდევ მექნება დიდი ალბათობით“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]