weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თბილისში „ამბასადორიალი 2017 “ გაიხსნა

11:52 სამშაბათი, 18 ივლისი 2017

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება „ამბასადორიალი 2017 “ თბილისში ოფიციალურად გაიხსნა. ამბასადორიალიმონაწილეებს სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მან ქართველ დიპლომატებს გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ელჩებმა წარმატებით გაართვეს თავი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს.

„ჩვენი უსაფრთხოების, დაცულობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დიდი შემადგენელი ნაწილია ის, რასაც თქვენ აკეთებთ ასე წარმატებით და უპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას - რუსულ დიპლომატიას და ამ დაპირისპირებაში ხართ გამარჯვებულები“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

„ამბასადორიალის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება.

„სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მავთულხლართების და ბანერების უკანონო დამონტაჟებას. ნათელია, რომ ჩვენს მიერ დასავლეთისკენ გადადგმული პრაქტიკულად ყოველი ნაბიჯი ხდება რუსეთის მხრიდან ამგვარი აგრესიული ქმედებების მიზეზი. ქართული დიპლომატიის ძალისხმევით, საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან აქტიურად არის წარმოდგენილი“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი დღის განმავლობაში „ამბასადორიალი 2017“-ის მონაწილეები საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ამ მიმართულებით გაწეულ და დაგეგმილ სამუშაოებზე იმსჯელებენ.

„ამბასადორიალი 2017“-ის მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით მიმართავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი. საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.

„ამბასადორიალი 2017 – შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ 21 ივლისს, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შემაჯამებელი პრესკონფერენციით დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]