weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში – ელიზაბეთ რუდი

15:56 ხუთშაბათი, 08 აგვისტო 2019

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის თქმით, ძალიან ნათელია, რომ სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში. პირველი არხის ინფორმაციით, ამერიკელმა დიპლომატმა ამის შესახებ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

„ვიგონებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც სამშობლოს დასაცავად საკუთარი თავი გაწირეს, ასევე მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ამ ომს შეეწირნენ. ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს დაიცვას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საკუთარი ძალები ომამდე პოზიციებზე, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც საქართვლოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებია.

ვგმობთ ადამიანის უფლებების დარღვევას, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოველდღიურად ხდება, ასევე საქართველოს მოქალაქეების გატაცებას. მხარს ვუჭერთ, რომ იძულებით გადაადგილებული პირები დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს.

სრულად ვუჭერთ მხარს, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვფიქრობ, ძალიან ნათელია, სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. ოფიციალური მონაცემებით 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2 232-ს. მათ შორის, 1045 პირი წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეს. აგვისტოს ომში ყველაზე მეტი (271 პირი) დაიჭრა/დაშავდა IV მექანიზირებული ბრიგადის შემადგენლობიდან. II ქვეით ბრიგადაში დაშავდა 251 სამხედრო მოსამსახურე.

ომის გამო საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]