weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები გუგუტიანთკარში 24-საათიან რეჟიმში იყვნენ – პრემიერი

16:51 პარასკევი, 16 აგვისტო 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებები პირველივე დღიდან ადგილობრივების გვერდით იყვნენ.

„როგორც კი დაიწყო ეს პრობლემა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები იყვნენ ადგილზე 24-საათიან რეჟიმში. ჩემი თხოვნით, იქ იმყოფებოდა როგორც ქეთევან ციხელაშვილი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. დღეს ადგილზე იყო ჩასული დიპლომატიური კორპუსი და სამწუხაროდ, ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, როგორ აგრძელებს რუსეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, სამწუხაროდ გრძელდება ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, დახმარება აღმოუჩინონ.

„მინდა დავარწმუნო თითოეული თქვენთაგანი და საქართველოს მოქალაქეები, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გვერდში ამოვუდგეთ ამ ხალხს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოკუპაცია და ე.წ. ბორდერიზაცია არის ძალიან მტკივნეული პროცესი და ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის სრული კონსოლიდაცია იმისთვის, რომ ამას წინ აღვუდგეთ“, – განაცხადა ბახტაძემ.

სოფელ გუგუტიანთკარში რამდენიმე დღეა საოკუპაციო ძალები ღობეებს ავლებენ, რის გამოც, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ოჯახი სახლსა და მიწის ნაკვეთებს კარგავენ. ოკუპანტების მიერ სამუშაოების განახლების შემდეგ, გივი (გიორგი) რაზმაძემ საკუთარი სახლის დაშლა დაიწყო. ამჟამად რაზმაძეების ოჯახი გორში ცხოვრობს, გუგუტიშვილები კი გუგუტიანთკარში დარჩნენ და საცხოვრებლად სხვა სახლში გადავიდნენ. როგორც „რეგინფოს“ მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მერის წარმომადგენელმა, რუსუდან კილაძემ განუცხადა, მართალია რაზმაძეები და გუგუტიშვილები ომის დროს დაზიანებულ სახლებში აღარ ცხოვრობდნენ, მაგრამ სახლებთან ახლოს მდებარე ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალს იღებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]