weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

პოლონეთი რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს

18:54 პარასკევი, 16 აგვისტო 2019
ფოტო © პოლონეთის საელჩო ფოტო © პოლონეთის საელჩო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ.

„ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც 2011 წლიდან დაიწყო, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობაზე სერიოზულად აისახება. ეს იწვევს იქ მცხოვრები ადამიანების გადაადგილების შეზღუდვას. ეს კიდევ ერთი უკანონო ქმედება, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება სჩადის არა მხოლოდ ამძიმეს უკვე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, ასევე სერიოზულ საფრთხეს უქნის ადგილზე სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პოლენთი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, მათ შორის გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. პოლონეთი ასევე მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების ფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.

სოფელ გუგუტიანთკარში ორი დღეა საოკუპაციო ძალები ღობეებს ავლებენ, რის გამოც, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ოჯახი სახლსა და მიწის ნაკვეთებს კარგავენ. ოკუპანტების მიერ სამუშაოების განახლების შემდეგ, გივი (გიორგი) რაზმაძემ საკუთარი სახლის დაშლა დაიწყო. ამჟამად რაზმაძეების ოჯახი გორში ცხოვრობს, გუგუტიშვილები კი გუგუტიანთკარში დარჩნენ და საცხოვრებლად სხვა სახლში გადავიდნენ. როგორც „რეგინფოს“ მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მერის წარმომადგენელმა, რუსუდან კილაძემ განუცხადა, მართალია რაზმაძეები და გუგუტიშვილები ომის დროს დაზიანებულ სახლებში აღარ ცხოვრობდნენ, მაგრამ სახლებთან ახლოს მდებარე ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალს იღებდნენ.

დღეს, 16 აგვისტოს, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთი ციხელაშვილთან ერთად, გუგუტიანთკარში დიპლომატები იმყოფებოდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი საელჩოს წარმომადგენელი იმყოფებოდა ადგილზე, თუმცა მისი თქმით, გუგუტიანთკარში იმყოფება არაერთი საელჩოს პირველი ან მეორე პირი, რომლებიც ამჟამად საქართველოში არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]