weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

უსუფაშვილი ტვ პირველის გადარჩენის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

15:24 ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ გადარჩენის სამოქალაქო ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიის დამფუძნებლის ვატო წერეთელის მამას, ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ბრალს წარუდგენს.

„საქართველოში გრძელდება თავისუფალი მედიისა და ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენების მოთვინიერების მცდელობა. ამის ბოლო მაგალითია ხაზარაძის საქმეზე წერეთლების ოჯახისთვის წაყენებული ბრალი, რაც პირდაპირ უკავშირდება „ტვ პირველის“ ფუნქციონირებას და ასევე, იმ ბიზნესმენების არსებობას, რომლებიც ხელისუფლებას მორჩილებას არ უცხადებენ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, თავისუფალი მედიის დასაცავად კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და საკადრისი პასუხი გაეცეს ხელისუფლების მხრიდან წამოსულ ზეწოლას.

„მგონია, ყველაზე უპრიანი ნაბიჯი იქნება შეიქმნას „ტვ პირველის“ გადარჩენის სამოქალაქო ფონდი, რომელიც განაცხადებს, რომ თუ ტელეკომპანიას ფუნქციონირებას პრობლემა შეექმნება, მისი მფლობელების, პარტნიორებისა და დამფინანსებლების წინააღმდეგ სახელმწიფო ზეწოლის გამო, მოქალაქეები ჩვენს თავზე ავიღებთ ამ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას - საქართველოს შევუნარჩუნოთ განსხვავებული სიტყვის, თავისუფალი სიტყვის საშუალება. აქ საჭიროა გავიაზროთ ერთი რამ - თავისუფალი სიტყვა თუ არსებობს ქვეყანაში, ეს სიტყვაა განსხვავებული. თუ ჩვენ გვინდა თავისუფალი საქართველო, მაშინ გვჭირდება თავისუფალი მედია, სახელისუფლებო კონტროლს არდაქვემდებარებული მედია. ეს არის სამოქალაქო საქმე“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

გენერლურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით ბრალს კიდევ ერთ პირს -ავთანდილ წერეთელს წარუდგენს. საგამოძიებო უწყების ცნობით, წერეთელი ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 16.7 მილიონი დოლარის ლეგალიზებაში ეხმარებოდა.

ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენა შანტაჟად შეაფასა მისმა შვილმა და „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა. როგორც მან თქვა, ხელისუფლება მის ტელეკომპანიას „ვერ წაიღებს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]