weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად“ – ზურაბიშვილი

12:28 პარასკევი, 23 აგვისტო 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამაზონის ტყეში მძვინვარე ხანძარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. პრეზიდენტი წერს, რომ საქართველო პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას უერთდება.

„საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად. ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის „ტვიტში“.

ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი რამდენიმე კვირაა გრძელდება. ამ ფაქტს გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა და საერთაშორისო კრიზისი უწოდა.

„ჩვენი სახლი ფაქტიურად იწვის. ამაზონის ტყე - ფილტვები, რომლებიც წარმოქმნიან ჩვენი პლანეტის ჟანგბადის 20% -ს – ცეცხლშია. ეს საერთაშორისო კრიზისია“, – აღნიშნა მაკრონმა.

მან „დიდი შვიდიანის“ სამიტის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ორ დღეში, პირველ რიგში ეს საგანგებო სიტუაცია განიხილონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]