weather cur horoscope tv
თებერვალი 26, 2021

დე ფაქტო პარლამენტი ძალისმიერი მეთოდის გამოყენებას არ გამორიცხავს

15:42 პარასკევი, 30 აგვისტო 2019 hits 829
ფოტო: ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის საიტი ფოტო: ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის საიტი

ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტი „პროვოკაციების აღსაკვეთად“ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ნებისმიერი პროვოკაციის აღკვეთა, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს, მოხდება ყველა შესაძლო მეთოდით, მათ შორის ძალისმიერით“, - აცხადებს დე ფაქტო პარლამენტი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ „რესპუბლიკის ტერიტორიაზე“ შეიარაღებული ფორმირებების შეყვანა აგრესიის აშკარა აქტია, რომელიც რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

დე ფაქტო პარლამენტს ასევე მიაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ აგრესიული სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ნებისმიერი ძალის საქმიანობის ნაწილია.

„აშშ და ნატოს ქვეყნები, რომლებიც საქართველოს პროვოკაციულ ქმედებებში მხარს უჭერენ, ატარებენ პირდაპირ პასუხისმგებლობას ამიერკავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევის მცდელობისთვის“, - ნათქვამია დე ფაქტო პარლამენტის განცხადებაში.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტის აღებას მოითხოვს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა 29 აგვისტოს, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ულტიმატუმი დააყენეს. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილის იგორ კოჩიევის განცხადებით, თუ ქართული მხარე 30 აგვისტოს დილის 06:00 საათამდე ჩორჩანადან პოლიციის პოსტს არ აიღებდა, „სამხრეთ ოსეთი მოსახლეობის დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას და მეთოდს მიმართავდა“. ულტიმატუმის მიუხედავად ქართული პოლიციის პოსტი კვლავ ჩორჩანასთანაა განთავსებული.

საოკუპაციო რეჟიმმა ზნაურის რაიონის ოკუპირებულ სოფელ წნელისში 29 აგვისტოს დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების სხვადასხვა დანიშნულების რაზმები განათავსა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]