weather cur horoscope tv
იანვარი 19, 2020

ზურაბიშვილი ზელენსკიმ უკრაინაში მიიწვია

14:14 კვირა, 01 სექტემბერი 2019 hits 237
სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი, ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი, ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში მიიწვია. ზურაბიშვილი და ზელენსკი ერთმანეთს პოლონეთში, ვარშავაში შეხვდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის გაძლიერებაზე და ერთობლივ მიზნებზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები და მიზნები აქვთ და ორმა ქვეყანამ მათი გადაჭრის გზები ერთად უნდა ეძებოს. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან დაახლოებას და გლობალურ საფრთხეებს“,- ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იგი მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის, ესტონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებთან.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]