weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2020

ბახტაძე გადადგომის შესახებ განცხადებას ტელეწამყვანებთან შეხვედრაზე გააკეთებს

09:59 ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019 hits 701
მამუკა ბახტაძე. ფოტო: „ქართული ოცნება“ მამუკა ბახტაძე. ფოტო: „ქართული ოცნება“

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ტელეწამყვანებთან შეხვედრაზე თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთებს განცხადებას. ბახტაძე სატელევიზიო თოქ-შოუების წამყვანებს 15:00 საათზე შეხვდება.

მანამდე კი, 12:00 საათზე მამუკა ბახტაძე Facebook ოფიციალურ გვერდზე შემაჯამებელ წერილობით განცხადებას გამოაქვეყნებს.

მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. როგორც პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაშია ნათქვამი, დეტალური ინფორმაცია დღეს გახდება ცნობილი.

გუშინდელ სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა ასევე, გაავრცელა შეხვედრის ამსახველი ვიდეო, რომელშიც არ ჩანს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, სწორედ გიორგი გახარიამ უნდა შეცვალოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ვხედავთ ირაკლი ღარიბაშვილს, მამუკა ბახტაძეს, ბიძინა ივანიშვილს, არჩილ თალაკვაძეს და ირაკლი კობახიძეს. მედიაში გავრცელებული კიდევ ერთი ცნობის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]