weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

12:28 ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა. დღეს, 2 სექტემბერს „ფეისბუქზე“გამოქვეყნებულ წერილში ბახტაძე წერს, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი მისია შეასრულა. 

„2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო. განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე",-წერს ბახტაძე. 

უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მის წინამორბედს და წარმატება უსურვა მომავალ პრემიერ-მინისტრს. სამადლობელ ნაწილში მოიხსენია პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი: 

„2012 წლის პირველმა ოქტომბერმა ახალი შესაძლებლობები მისცა ქართული სახელმწიფოს განვითარებას, დაფუძნებულს ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე. ამ გამარჯვების სულისჩამდგმელი იყო პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი − ბიძინა ივანიშვილი და მსურს, გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა მას და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრს იმ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელსაც მე ყოველთვის ვგრძნობდი. ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუსიხსმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად".

მამუკა ბახტაძე, დღეს 15:00 საათზე მედიის წარმომადგენლებს შეხვდება სადაც, როგორც თავად წერს, ყველა შეკითხვას უპასუხებს. 

მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად უმრავლესობამ 2018 წლის ივნისში წარადგინა, მას შემდეგ რაც თანამდებობა გიორგი კვირიკაშვილმა დატოვა. ბახტაძე მთავრობას 1 წლისა და 2 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 

გუშინ, 1 სექტემბერს „ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ, უმრავლსეობის წევრებმა განაცხადეს, რომ სამთავრობო ცვლილებებზე იმსჯელეს. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]