weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

„კავკასია“ ბახტაძისა და თოქ-შოუების წამყვანების შეხვედრაზე არ მიიწვიეს

16:47 ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019 hits 853
ნინო ჯანგირაშვილი. ფოტო: Facebook ნინო ჯანგირაშვილი. ფოტო: Facebook

ტელეკომპანია „კავკასია“ მამუკა ბახტაძისა და სატელევიზიო თოქ-შოუების წამყვანების შეხვედრაზე არ მიიწვიეს. ამის შესახებ Facebook პირად გვერდზე ტელეკომპანიის დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა დაწერა.

„ჩვენი ფუმფულა ბიჭის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე თოქშოუების წამყვანებთან არ მიიწვიეს კავკასია. ვერ მოგატყუებთ, რომ ცარიელ ადგილთან შეკითხვები გვქონდა და ძალიან გვეწყინა, მაგრამ მაინც დავინტერესდით, რატომ არ მიიწვიეს კავკასია. ჩვენო ეროვნულ მაუწყებლებს ვიწვევთო. მეტ კვალიფიკაციას არც მოველოდი მთავრობისგან და მათი პიარისგან, მაგრამ მაინც რომ იცოდეთ: კავკასია არის ეროვნული ტელემაუწყებელი საქართველოს კანონმდებლობის და კომუნიკაციების კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით. ახლა თქვენ სად აგიხსნათ, რომ ეროვნული ტელემაუწყებელი ერთ კონკრეტულ მულტიპლექსში ჩართვას არ ნიშნავს და ციფრულ საუკუნეში საქართველო შესაძლოა რამდენიმე მულტიპლექსით, თანამგზავრით და სხვადასხვა საშუალებებით დაფარო. ისე თუ გეპატარავებით თვალში ან უბრალოდ არ მოგწონვართ პირდაპირ თქვით, ან რამე სხვა მიზეზი მოიფიქრეთ სამომავლოდ“, - წერს ნინო ჯანგირაშვილი.

მამუკა ბახტაძე, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს, 2 სექტემბერს დატოვა, სატელევიზიო თოქ-შოუების წამყვანებს ხვდება. ყოფილი პრემიერი და ტელეწამყვანები მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებსა და სხვადასხვა აქტუალურ საკითზე საუბრობენ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]