weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება ჩემსავით დათრგუნული 20 ივნისის ღამით – გახარია

14:05 პარასკევი, 06 სექტემბერი 2019

„ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება ისე დათრგუნული იმ შედეგებით, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდგომ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სხდომის შეწყვეტის შემდეგ.

„უბედურება და სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ შედეგად ჩვენ გვყავს დაზარალებული როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე პოლიციელები. ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება ისე დათრგუნული იმ შედეგებით, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდგომ. რა თქმა უნდა, სიმართლე არის იმაში, რომ ჩვენ გვყავს 2 ადამიანი, რომელმაც დაკარგეს თვალი, მაგრამ ამასთან ერთად სიმართლე არის ის, რომ ჩვენმა უპასუხისმგებლო ოპოზიციამ თვალიდან ხელი უნდა მოიშოროს და სიმართლეს თვალი გაუსწოროს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ სიმართლით და პასუხისმგებლიანი ენით“, – განცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.

ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი „ნაციონალურ მოძრაობას“ სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოპოზიციამ პარლამენტში დღეს სპექტაკლი მოაწყო.

„ის სპექტაკლი, რაც დღეს აქ მოაწყეს, არის დადასტურება იმ ფუნდამენტური პრობლემის, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ დგას და ეს არის სიცრუე, ჩვეულებრივი ტყუილი. ჩვენ ყველას კარგად გვესმოდა და ველოდით, რომ მსგავსი სპექტაკლი იქნებოდა დღეს აქ. თუმცა, ჩვენ პატივს ვცემთ მათ ამომრჩევლებსაც და პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და ამიტომ მოვედით აქ. ჩვენი ამოცანა არის, მათ ამომრჩევლებთან პირველ რიგში საუბარი. ის ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც მათ გამოიყენეს მაკო გომურიც, რომელზეც უბრალოდ, მოიტყუეს, რომ ეს ადამიანი არის აქ, არის განსახიერება, თუ როგორც აცხოვრებდნენ წლების განმავლობაში ისინი სიცრუეში ჩვენს საზოგადოებას. ჩვენი მიზანი არის ის, რომ ეს სიცრუე დავასრულოთ“, – განაცხადა გიოგრი გახარიამ

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობა“ მოდელირებული რეალობით ცდილობს რადიკალიზაციის გაზრდას და რევოლუციური განწყობების მოლოდინების შექმნას. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ 20 ივნისს, ადამიანებს, რომლებიც გამოთქვამდნენ მშვიდობიან პროტესტს, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდეს და სახელმწიფო ინსტიტუტზე ორგანიზებულად შტურმით წაიყვანეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]