weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჩვენი გეგმაა რეგიონი „ნაცმოძრაობის“ ნარჩენებისგან სამუდამოდ გავწმინდოთ – რიჟვაძე

14:57 პარასკევი, 06 სექტემბერი 2019

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჭორები უწოდა. მისი თქმით, მათ გეგმაში არჩევნებისთვის მომზადება და „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებისგან რეგიონის გაწმენდაა.

„ნუ აყვებით ჭორებს. ჩვენ ვინც ამ ჭორებს გვივრცელებს, ბუნებრივია, საქმით დავუმტკიცებთ, რომ ჩვენი გეგმა როგორც წელს, ისე მომავალ წელს გახლავთ ის, რომ მოვემზადოთ არჩევნებისთვის და ერთხელ და სამუდამოდ რეგიონი გავწმინდოთ „ნაცმოძრაობის“ ნარჩენებისგან“, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტელევიზიასთან.

დღეს, პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „დაასრულებს“ და 2020 წელს ეს ოპოზიციური პარტია „ქუჩაში დარჩება“.

2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]