weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მთავრობის ახალ შემადგენლობას „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები უსმენენ

10:33 შაბათი, 07 სექტემბერი 2019

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას ფრაქციების ფორმატში „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრები უსმენენ. როგორც ფრაქციის წევრმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, მთავრობის ამ შემადგენლობას მხარს არ უჭერენ.

„იქნება არაერთი მწვავე კითხვა ჩვენი მხრიდან. ყველაფერი გვაინტერესებს. გვაინტერესებს, როგორ აპირებენ ქვეყნის განვითარებას, საერთოდ საით მიდის ეს ქვეყანა; გვაინტერესებს, როგორ აპირებენ ხალხის გამოყვანას სიღატაკიდან და გვაინტერესებს, რა პროგრამები არის, რეალისტური, ისე არა ჰაერში რომ სიტყვებს ისვრიან, რეალისტური პროგრამები, რაც მოკლე ვადებში დაეხმარება ადამიანებს, დაძლიონ სიღარიბე“, – აღნიშნა ინაშვილმა.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტი ხვალ, 8 სექტემბერს იმსჯელებს. „ქართულ ოცნებას“ მთავრობის დამტკიცებისთვის 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]