weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ღურწკაიამ პუტინის პარტიის წევრის მხარდასაჭერად „მე ვერ ვხედავ სხვა კანდიდატებს“ იმღერა

17:26 შაბათი, 07 სექტემბერი 2019

მომღერალმა დიანა ღურწკაიამ მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში ვლადიმერ პუტინის პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატს მხარი დაუჭირა და სიმღერა „მე ვერ ვხედავ სხვა კანდიდატებს“ შეასრულა. „მე მას ვირჩევ. ჩემი ბრალი არაა, რადგან სხვა კანდიდატებს ვერ ვხედავ“, – ნათქვამია სიმღერის ტექსტში.

რუსული მედიის ინფორმაციით, ღურწკაიას სიმღერის ვიდეო დეპუტატობის კანდიდატის, ანდრეი მატელსკის შტაბმა გაავრცელა. როგორც esquire.ru წერს, დიანა ღურწკაია დაბადებიდან უსინათლოა, რის გამოც მის მიერ ამ შინაარსის სიმღერის შესრულებას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბევრი მიიჩნევს, რომ პუტინის პარტიის ეს საქციელი არაეთიკურია, ხოლო ნაწილმა შესრულებისთვის თავად მომღერალი გააკრიტიკა.

მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნები 8 სექტემბერს გაიმართება. მეტელსკი დეპუტატად ახალი ვადით იყრის კენჭს. esquire.ru-ს ცნობით, ივლისში ოპოზიციონერ ალექსი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა მოამზადა კვლევა, რომლის მიხედვითაც ანდრეი მატელსკის ავსტრიაში სასტუმროების ქსელი აქვს, მოსკოვში კი 5.7 მილიარდი რუბლის უძრავ ქონებას ფლობს. დეპუტატობის კანდიდატმა ეს ბრალდებები უარყო და კორუფციასთან ბრძოლის ფონდს პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივლა.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე ოპოზიციონერი კანიდატების ნაწილს უარი უთხრეს, რასაც რუსეთის დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

 

მსგავსი თემა:

საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს – ღურწკაია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]