weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

არცერთ ქვეყანაში არ მინახავს, რომ ექიმი პაციენტს ამდენ წამალს უწერდეს – სოფო კილაძე

11:17 კვირა, 08 სექტემბერი 2019

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას შეკითხვა მედიკამენტების მაღალი ფასების შესახებ დაუსვა. მისი აზრით, ამ საკითხში სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია.

„სიმართლე გითხრათ, მე არსად, არცერთ ქვეყანაში არ მინახავს, რომ ექიმი პაციენტს ამდენ წამალს უწერდეს. მედიკამენტების ფასი არის ძალიან მაღალი, რაც, რა თქმა უნდა, აისახება თითოეული მოქალაქის ჯიბეზე. მე მგონია, რომ ფასების რეგულირებისთვის აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა. ჩემი კითხვა არის - ჩვენ რას ვგეგმავთ იმისთვის, რომ წამლის ფასები შემცირდეს?“ – განაცხადა კილაძემ.

საქართველოს პარლამენტი დღეს, 8 სექტემბერს, გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. გახარიამ მომავალი მთავრობის პრიორიტეტებზე ისაუბრა, რის შემდეგაც მას კითხვებს დეპუტატები უსვამენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]