weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

11:56 კვირა, 08 სექტემბერი 2019

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს, 8 სექტემბერს დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ე.წ. მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური პარტიის, „ამცახარის“ ლიდერი ალხას კვიცინია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხაჯიმბამ ხმა სოხუმში მისცა. მან იმედი გამოთქვა, რომ „ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს“. როგორც ე.წ. პრეზიდენტმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ არჩევნები მშვიდობიან ვითარებაში ჩაივლის და გონიერება გაიმარჯვებს. თავად მან „ქვეყნის მომავალს“ მისცა ხმა.

„კენჭისყრის“ პირველ ტურში, რომელიც 25 აგვისტოს ჩატარდა, ხაჯიმბას ამომრჩეველთა 24.83%-მა მისცა ხმა, ხოლო კვიცინიას 22.91%-მა დაუჭირა მხარი. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის, ვისაც ყველაზე მეტი ხმა ექნება მიღებული.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს და მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ უკანონო ქმედებად აფასებს. საქართველოს საქარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ. არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]