weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბა ლიდერობს

09:46 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019
ფოტო: სააგენტო „აპსნიპრესი“ ფოტო: სააგენტო „აპსნიპრესი“

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში წინასწარი შედეგებით, მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ლიდერობს. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.

წინასწარი მონაცემებით, ხაჯიმბამ ამომრჩეველთა ხმების 47,38% , ხოლო ოპოზიციონერმა კანდიდატმა ალხას კვიცინიამ 46,19% მიიღო.

„ეს ჩვენი ხალხის გამარჯვებაა. ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს. მთავარია, შეიქმნას პირობები, რომ ჩვენ ყველა ერთიანი ვიყოთ. ერთიანობის გარეშე სახელმწიფო ვერ შედგება. მთავარი არა ვინმეზე გამარჯვებაა, არამედ ის არის, რომ ქვეყანა ვითარდებოდეს“, - ციტირებს ხაჯიმბას სააგენტო „აპსნიპრესი“. 

მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 65,98% შეადგინა. აფხაზეთში სულ 127 140 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართა. მეორე ტურში ერთმანეთს ე.წ. მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური პარტიის, „ამცახარის“ ლიდერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდნენ.

„კენჭისყრის“ პირველ ტურში, რომელიც 25 აგვისტოს ჩატარდა, ხაჯიმბას ამომრჩეველთა 24.83%-მა მისცა ხმა, ხოლო კვიცინიას 22.91%-მა დაუჭირა მხარი.  

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს და მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ უკანონო ქმედებად აფასებს. საქართველოს საქარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ. არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]